საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

როგორ დაიპყრო ბრიტანელმა პრინცმა ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი
georoyal.ge

სექტემბრის დასაწყისში პრინცმა ენდრიუმ კიდევ ერთხელ მოხიბლა თავისი თაყვანისმცემლები. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვაჟი  თოკით დაეშვა ევროპის ყველაზე მაღალი შენობიდან, ლონდონური „Shard“-ის ცათამბჯენიდან.

52 წლის პრინცი თავის დაშვებას ახორციელებდა  „Outward Bound Trust“-ის საქველმოქმედო ფონდის შესავსებად ,რომელიც ზრუნავს ბავშვთა განათლების პროექტებზე მთელ მსოფლიოში. პრინცი ენდრიუ ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციის სამეოხო საბჭოს. შემოსული თანხები გადაერიცხება აგრეთვე ფონდ „Royal Marines Charitable Trust Fund“-ს, რომელიც ეხმარება საზღვაო ფეხოსნებს.

პრინც ენდრიუსთან ერთად  ღონისძიებაში მონაწილეობდა კიდევ 40 კაცი. ისინი დაეშვნენ 310 მეტრის სიმაღლის 87-ე სართულიდან და ნახევარ საათში დაასრულეს ეს დაშვება მე-20 სართულის დონეზე - სადგურ „London Bridge“-ის სახურავზე.

პრინცმა გულახდილად აღიარა, რომ მეტად აღარ გაიმეორებს მსგავს ქმედებას. სპონსორებმა ამ პროექტისათვის გაიღეს 290 ფუნტი სტერლინგი.

http://www.guardian.co.uk/uk/video/2012/sep/03/prince-andrew-abseils-shard-london-video

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq