საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

საგვარეულო კავშირი „გვარი და გვარიშვილობა“ მოუწოდებს გვარებს 16–17 მაისის შესახებ
georoyal.ge

ყურადღება

სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირი

„გვარი და გვარიშვილობა“

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მოუწოდებს საქართველოს ყველა გვარს და გვარიშვილს:

2015 წლის 16 მაისს, შაბათს, აჭარიდან, საიდანაც საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდა, მორწმუნენი გონიოდან წამოიბრძანებენ აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს.

16 მაისს, 14:300 საათზე კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიიდან ხატის წინამძღოლობით მოეწყობა მსვლელობა რუსთაველის პროსპექტის გავლით სამების ტაძრამდე.

სასურველია გვარები მობრძანდნენ თავიანთი ალმებითა და ხატებით.

17:00 საათზე, სამების ტაძარში უწმინდესი გადაიხდის პარაკლისს.

კვირას, 17 მაისს, გვარები და გვარიშვილები წირვას უნდა დაესწრონ. წირვის დამთვრების შემდეგ, გვარები თავიანთი ატრიბუტიკით, მსვლელობას მოაწყობენ რუსთაველის პროსპექტზე.

სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირის, გვარის წინამძღოლთა დარბაზის საბჭო.

2015 წლის 4 მაისი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq