საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ელისაბედ მეორემ ქვეყნის მმართვის ხანგრძლივობით თავის წინაპარს, დედოფალ ვიქტორიას გადაუსწრო
georoyal.ge
დედოფალი ესლისაბედ II
დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის მეგობარი, საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი, წმინდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა აკადემიის (იტალია) წევრი - გია ჭანტურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გვამცნობს შემდეგ ინფორმაციას:
"ჩემო ძვირფასებო !
დღეს მთელი მსოფლიო, გაერთიანებული სამეფო და თანამეგობრობა აღნიშნავს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს. 
დღეს, 2015 წლის 9 სექტემბერს მისმა უდიდებულესობამ, გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, დედოფალმა ელისაბედ II-მ მოხსნა მისი წინაპრის დედოფალ ვიქტორიას ტახტზე ყოფნის რეკორდი. დედოფალი ვიქტორია როგორც მოგეხსენებათ მეფობდა 63 წელი. ეს რეკორდი მიღწეული იქნება დღეს ლონდონის დროით 17:30. ამ თარიღს დედოფალი ხვდება შოტლანდიაში ბოლმოროლის ციხესიმაგრეში, სადაც დედოფალი ტრადიციულად ატარებს საზაფხულო არდადეგებს.
GOD SAVE THE QUEEN!"


საქართველოს სამეფო კლუბი ულოცავს დედოფალ ელისაბედს და დიდი ბრიტანეთს ამ შესანიშნავ მოვლენას!
დედოფალი ვიქტორია

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq