საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ირაკლი ბაგრატიონის შეხვედრა მრევლთან
ნინო ტარყაშვილი
თამარ ბარათაშვილი, ირაკლი ბაგრატიონი, მანანა ერისთავი და ნინო ტარყაშვილი



  13 სექტემბერს წმინდა დემეტრე თავდადებულისა და წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრების  მრევლი შეხვდა  ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონს, იმერეთის ტახტის მემკვიდრეს.

 შეხვედრა მოეწყო მრევლის სურვილითა და ინიციატივით და მოძღვრების, მამა მალხაზ ყიფიანისა და მამა ნიკოლოზ გუგუსიანის ხელშეწყობით. შეხვედრის დაწყებამდე ბატონიშვილმა მოილოცა ორივე ტაძარი და სანთლებიც დაანთო.   

 შეხვედრაზე დასასწრებად მოწვეულნი იყვნენ, აგრეთვე, წმინდა დიმიტი ყიფიანის შთამომავალი და დიმიტრი ყიფიანის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ მიქაძე, პოეტი ერეკლე საღლიანი და სამეფო კლუბის წევრები.

შეხვედრა გახსნა მამა მალხაზ ყიფიანმა, რომელმაც ბრძანა, რომ „მისთვის დიდი პატივია უფლისწულთან შეხვედრა, თუმცა ეს სიმბოლურიცაა, რადგან, უბანი, სადაც ეს ტაძარი მდებარეობს, ისტორიულად სამეფო უბნად იწოდებოდა და ბატონიშვილიც თავის წინაპარს მიეახლა. თანაც წმინდა დემეტრე თავდადებულის ხსენების დღე ემთხვევა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ჩანს წმინდა დემეტრე შეეწია ამ საქმეს და უნდა ვიფიქროთ რომ იგი სამეფო ტახტის აღდგენის საქმეშიც დიდი შემწე იქნება.“ შეხვედრაზე აღინიშნა ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც მიუძღვოდათ ბაგრატიონებს ქართველი ერის წინაშე. მრევლმა გაიხსენა საქართველოს მოამაგე და ხმალჩაუგებელი მეფეები: დავითი, დემეტრე, ერეკლე, თამარი, სოლომონ პირველი და სოლომონ მეორე და სხვები.

 დასასრულ ბატონიშვილმა პასუხი გასცა მრევლის შეკითხვებს და აღნიშნა, რომ ეს პირველი შეხვედრაა მრევლთან, ამდენად ემოციურად განსაკუთრებით დატვირთული და სასიხარულოა.

    იმედია, დიმეტრე თავდადებულისა და დიმიტრი ყიფიანის ტაძრების მრევლს სხვა ტაძრების მრევლიც მიბაძავს და უფრო ახლოს გაიცნობს ჩვენს მეფეთა შთამომავლებს, რითაც აღდგება ის წყვეტილი ხაზი, რომელიც არსებობს ქართლ–კახეთისა და იმერეთის სამეფოთა გაუქმების შემდეგ  და როგორც ერთ–ერთმა მრევლმა ხატოვნად შენიშნა: ბაგრატიონის დანთებული სანთლის ალი დემეტრე თავდადებულის ტაძარში სიმბოლურად არასდროს ჩაქრება.

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq