საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის მორიგი შეხვედრა (2015 წლის 5 ოქტომბერი)
georoyal.ge
2015 წლის 5 ოქტომბერს შედგა სამეფო კლუბის მორიგი შეხვედრა.
შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბის ამოცანებზე და კიდევ ერთხელ შეთანხმდა, რომ საქართველოს სამეფო კლუბი იქნება მიუმხრობელი, ობიექტური და აქტიურად ნეიტრალური სხვადასხვა ოჯახებს შორის არსებულ ყველანაირ კამათში, რაც დაკავშირებულია დღევანდელი პერსონების პრეტენზიებთან.
სამეფო კლუბი არ არის რომელიმე პერსონასთან და ოჯახთან ვასალურ მდგომარეობაში და ასე დარჩება მუდამ.  
სამეფო კლუბი იღწვის იდეოლოგიის პროპაგანდისათვის.
სამეფო კლუბი ორიენტირებულია მომავლზე.
სამეფო კლუბი დააფასებს და შეაქებს ნებისმიერი პერსონის ღირსეულ საქმეს, და გააკრიტიკებს ნებისმიერ პერსონას თუ იქნება ამის საჭიროება.

შემდეგ სამეფო კლუბის წევრები შეხვდნენ პროფესორ გიორგი ანჩაბაძეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq