საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი, ადვოკატი და უფლებადამცველი - გიორგი თევზაძე აირჩიეს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარედ
georoyal.ge

დაფუძნდა  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იქნა უფლებადამცველი, საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი, სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარე, ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი - ადვოკატი გიორგი თევზაძე

საქართველოს ადვოკატთა კორპუსის  მიერ დაფუძნებული იქნა და რეგისტრაცია გაიარა საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, რომელიც დაფუძნებული იქნა პროფესიული ნიშნით და აერთიანებს საქართველოს ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს მთელი საქართველოს მაშტაბით. პროფკავშირი დაფუძნებული იქნა  ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ადვოკატის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და  საზოგადოებაში ადვოკატის როლისა და იმიჯის ამაღლების მიზნით.

ადვოკატთა პროფკავშირი გეგმავს აქტიურად ითანამშრომლოს პროფესიულ საკითხებზე  სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორართან და საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისა და ინპლემენტაციისათვის. ადვოკატთა პროფკავშირი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს  თემატურ შეხვედრებს საადვოკატო პრაქტიკის, აგრეთვე საერთაშორისო დოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის განზოგადების მიზნით, ასევე ოპერატიულად დაიცვას და აღკვეთოს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობისას ხელშეშლის ფაქტები. ადვოკატთა პროფკავშირის მნიშვნელოვან პრიორიტეტს და საქმაინობის მიმართულებას წარმოადგენს პროფკავშირის წევრი ადვოკატების  სოციალური  უზრუნველყოფა, რომლის მიმართ ადვოკატთა ინტერესი საკმაოდ მზარდია.

ადვოკატთა დამფუძნებელი კონფერენციის მიერ  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარედ ერთახმად იქნა არჩეული უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი გიორგი თევზაძე და გამგეობა ცხრა პირის შემადგენლობით,  ზაზა ხატიაშვილის, მამუკა ნოზაძის, ზურაბ როსტიაშვილის, ელზა ლეშკაშელის, ლიანა მასიკაშვილის, ელგუჯა ჩხაიძის, ელგუჯა მირველაშვილის, მამუკა ტივიშვილის შემადგენლობით.

ადვოკატთა დამოუკიდებელი  პოფკავშირის სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანება, და საერთაშოპრისო ინსტიტუტები.

ადვოკატთა პროფკავშირის შექმნის, ფუნქციურ სტრუქტურებს, პრესცენტრს, რეგიონულ წარმომადგენლობებს, და გააძლიერებს მათ საქმიანობას, ასევე სწორი და ოპერატიული კომუნიკაციისთვის შეიქმნება წარმომადგენლობები სხვადასხვა სახელმწიფო  უწყებებში, რომელთა საქმიანობა შემხებლობაშია ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობასთან.

ადვოკატთა პროფკავშირი ასევე გეგმავს თანამშრომლკობას  ყველა იმ უბიექტთან, რომელთათვისაც  მნიშვნელოვანია ადვოკატის თავისუფალი პროფესიის განვითარება და ადვოკატის საზოგადოებრივი იმიჯის ამაღლება და ადამიანის უფლებების უზენაესობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq