საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სკოლა-პანსიონში ჩატარდა ლექცია: "მონარქია და მისი მნიშვნელობა"
georoyal.ge

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონი, ხშირად მასპინძლობს ცნობილ ადამიანებს და სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, ხშირად იმართება საინტერესო საუბრები და ლექციები. 3 ოქტომბერს, მოსწავლეებს, რომლებიც სადღეღამისო პანსიონში ცხოვრობენ, სტუმრობდა საქართველოს სამეფო ლიგის ხელმძღვანელი, ბატონი გაიოზ მამალაძე.

ბატონმა გაიოზმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „მონარქია და მისი მნიშვნელობა“. საკითხმა მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვია და ლექციის ბოლოს დებატებიც კი გაიმართა. მოგეხსენებათ, მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელში. (ქრ.შ-მდე 2000-800 წწ. საბერძნეთის უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მონარქი ანუ მეფე, ბერძნულ დასახლებებს არ მართავენ დედოფლები) თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, ისინი იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს.

არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია - რომლის დროს მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია - რომლის დროს მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.

ბატონმა გაიოზმა თავის ლექციაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში მონარქიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. 

საღამოს ესწრებოდა და დებატებში მონაწილებდა, სკოლა-პასნიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, საზაოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე.

http://mefetamari.ge/?lang=geo&go=&action=naxva_news&id=584 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq