საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბატონიშვილ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინკის დაბადების დღე
georoyal.ge
დაიბადა 1920 წლის 28 მარტს, მეფე გიორგი XII-ის მემკვიდრის, პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახში.

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1933 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; 1945 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ლექსებისათვის; ავტორია არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოსი; მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის "ჰიმნი სიყვარულს", "მიმღერე რამე", "სადაც გინდა, იქ ილოცე"; ბიძინა კვერნაძის "გაზაფხულდა"; ოთარ თევზაძის "ობელისკები"; აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის "სიმღერა თბილისზე", რომელიც თბილისის 1500 წლისთავისათვის დაიწერა; ასევე მის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: "კეთილი ადამიანები", "ბაში-აჩუკი", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "აბეზარა", "მხიარული რომანი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "განგაში", "მიმინო";
 
ჯილდოები, პრემიები და პრიზები1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიბლიოგრაფია
ლექსები, პოემები, მინიატურები, სასიმღერო ლექსები, ნათარგმნი ლექსები (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა "ეროვნული მწერლობის" სტ., 2009. - 392 გვ.. - ISBN: 978-99940-28-37-5

გარდაიცვალა 1984 წლის 13 აგვისტოს  (64 წლის ასაკში).
დაკრძალულია სვეტცხოველში.
სამეფო ოჯახი - ძმები ილია, პეტრე და გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკები დედასთან ელენე ზაქარიას ას. თარხან-მოურავთან ერთად

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq