|
სამეფო კლუბის საიტის georoyal.ge-ს მნახველთა რაოდენობამ 1 750 000 გადააჭარბა georoyal.ge
სამეფო კლუბის საიტს georoyal.ge-ს მნახველთა რაოდენობამ 1 700 000 გადააჭარბა (2018 წლის 8 იანვარი, დაახლოებით 15:00 საათი).
სამეფო კლუბის საიტი გაიხსნა 2012 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას. პრეზენტაცია გამართა იმავე წლის 14 ოქტომბერს, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.
მნახველთა ათვლა მიმდინარეობს 2013 წლის გაზაფხულიდან.
მადლობა ყველას, ვინც დაარსა საიტი და მიიღო მონაწილეობა მის განვითარებაში, მადლობა ავტორებს, რომელთა წერილებიც არის გამოქვეყნებული საიტზე, მადლობა მკითხველებს და მხარდამჭერებს. მადლობა ეროვნული იდეოლოგიისა და სახალხო კონსტიტუციური საპარამენტო მონარქიის იდეის მომხრეებს.
სამეფო კლუბის სპიკერი და საიტ georoyal.ge-ს რედაქტორი გაიოზ მამალაძე
P. S.
სამეფო კლუბს www.facebook.com-ზე გახსნილი აქვს ორი გვერდი (ტექნიკური მიზეზების გამო პირდაპირ გადასვლა ლინკზე შეუძლებელია, უნდა მონიშნოთ, დაამახსოვრებინოთ და ისე მოძებნოთ ბრაუზერით):
https://www.facebook.com/samefosamefo/
და
https://www.facebook.com/საქართველოს-სამეფო-კლუბი-Royal-Club-Of-Georgia-160010284099433/
ასევე ჯგუფი:
მონარქისტული სამყაროს ამბები https://www.facebook.com/groups/336525706455108/?fref=ts |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|