საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დოქტორი მერაბ ჩუხუა სამეფო კლუბის საპატიო წევრად აირჩიეს
georoyal.ge
2018 წლის 23 თებერვალს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ენათმეცნიერი, ადიღეური (ჩერქეზული) კულტურის ცენტრის დირექტორი - მერაბ ჩუხუა სამეფო კლუბს სტუმრობდა. საუბარი გაიმართა კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების შესახებ. სამეფო კლუბის წევრებმა კითხვები დაუსვეს სტუმარს.

 ქართულ მეცნიერებასა და კავკასიელი ხალხების მეგობრობისა და თანამშრომლობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ბატონი მერაბ ჩუხუა სამეფო კლუბის საპატიო წევრად აირჩიეს.

მერაბ ჩუხუას მონოგრაფიები: 
ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი, თბ., 2000-2003 
იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა, თბ., 2008 
ინგუშური ენა, თბ., 2009 ჩერქეზთა გენოციდი, თბ., 2012 
ვაინახები (რუსულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2013 
ლაზურ-მეგრული გრამატიკა. 1. მორფოლოგია, თბ., 2015 
ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი, თბ., 2017 (იბეჭდება)

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq