საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

არჩილ ტატუნაშვილის გამო საქართველოს მთავრობამ უნდა მოითხოვოს სანქციების გამკაცრება რუსეთის მიმართ
გაიოზ მამალაძე
საქარველოს მთავრობი მეთაურს, ბატონ კვირიკაშვილს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მიერ მართული მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ვერაგულად მკვლელობისა და კაცობრიობის ისტორიაში გაუგონარი მოვლენის, გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენებაზე, სხვადასხვა მიზეზით, უარის თქმის თუ გაჭიანურებისათვის, უნდა გაეკეთებინა ადეკვატური განცხადება და მიემართა მსოფლიო საზოგადოებისათვის მოთხოვნით - გამკაცრდეს რუსეთის მისამართით ეკონომიკური თუ პოლიტიკური სამქციები, რადგან, საქართველოს ძირძველი კუთხის, ჩრდილო ქართლის (ცხინვალის რეგიონის) ოკუპაცია მოაწყო რუსეთის ფედერაციამ, მისი მარიონეტი სეპარატისტ-ტერორისტების მეშვეობით და ყველა არაადამიანური ქმედება, რაც ხდება რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე, არის ბრალი რუსეთის იმპერიალისტური და აგრესიული პოლიტიკისა.

მოვიწოდებთ საქართველოს მთავრობას, რეალურად შეხედოს მოვლენებს და დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი. მსოფლიოს აცნობოს სიმართლე, რათა არ დავკარგოთ შეგნებული კაცობრიობის მხარდაჭერა, რისი საშიშროებაც არსებობს - მთავრობის მხრიდან რუსული აგრესიული პოლიტიკის არაღიარების გამო.

სამეფო კლუბის სპიკერი
გაიოზ მამალაძე

2018 წლის 12 მარტი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq