საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

არავითარი მრავალმანდატიანი ოლქები (არც მაჟორიტარული, არც პროპორციული), საქართველო არ არის ფედერალური ქვეყანა და ნურავინ ცდილობს ფედერალიზმის შემოცურებას
საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა


საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობის

                                                   განცხადება

 

რეკლამირებული ოპოზიცის დიდი ნაწილი, იმის გამო, რომ მთლიანად პროპორციული სახით 2020 საპარლამენტო არჩევნების სახით ჩატარება, ფაქტობრივად გამოირიცხა, ახლა ითხოვს, რომ არჩევნები ჩატარდეს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით და რთული საარჩევნო კანონით. მეტიც, ზოგიერთს აქვს „იდეა“, პროპორციული არჩევნებიც ჩატარდეს მრავალმანდატიანი ოლქებით (სიებით). ამ მიზნით შემოცურებულია „გერმანული მოდელი“ და სხვა „პროექტები“.

საარჩევნი მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა კატეგორიულად ემიჯნება მრავალმანდატიანი ოლქების, მაჟორიტარული იქნება თუ პროპორციული, შექმნას ქვეყანაში.

საქართველო არის უნიტარული სახელმწიფო (ავტონომიებით). აღნიშნული ტერიტორული მმართველობის მოწყობის შეცვლა კატეგორიულად მიუღებელია. რეკლამირებული ოპოზიციის „პროექტები“ კი გამოსადეგია ფედერალური სახელმწიფოებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ფედერალიზმის (რომელიც რეგიონალიზმის მანტიით შეუნიღბიათ) ნებისმიერი გამოვლინება, თუნდაც საარჩევნო სახით.

საქართველოში არჩევნები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ  პროპორციული სიტემით, ერთიანი სიით და მარტივი საარჩევნო კანონით. დღევანდელი რეკლამირებული ოპოზიციის ფედერალური მაქინაციები, საბოლოოს ჯამში, 2024 წლის პროპორციულ არჩევნებსაც უქმნის საფრთხეს, რადგან, მისი „მრავალმანდატიანი“, დაშლილი სიებით ჩატარებაზე ოცნებობს რეკლამირებული ოპოზიციის ნაწილი.

მართალია, ხელისუფლება პასუხს აგებს, რომ არ (და არა ვერ) უზრუნველყო მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სახით ჩატარებისათვის შესაბამისი ხმების ორგანიზება პარლამენტში, რაც დანაშაულია... თუმცა,  საქართველოს პარლამენტის დაყოფა პროპორციულად ასარჩევ 77 და მაჟორიტარულად ასარჩევ 73 მანდატად, წინა ხელისუფლების დანაშაულია, რადგან მისი დადგენილია, ხოლო რეკლამირებული ოპოზიციის დიდი ნაწილი კი წინა ხელისუფლების განაყოფები არიან, ან მოკავშირეები.

დღეისათვის რეალობა ასეთია. როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ საპარლამენტო არჩევნებამდე.

სხვა გზა არ არის,

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს არსებული სისტემით - 77 მანდატი განაწილდეს პროპორციული სიებით, ხოლო 73 მაჟორიტარის ადგილი კი, ერთმანდატიან ოლქებში არჩეული მაჟორიტარებით (კიდევ ვიმეორებთ - არავითარი მრავალმანდატიანი ოლქები). ხოლო 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს მთლიანად პროპორციული, ერთიანი სიის პრინციპით (არავითარი მრავალმანდატიანი ოლქები).

საარჩევნო მოძრაობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა

2019 წლის 13 დეკემბერი - ანდრია პირველწოდებულის, ვახტანგ გორგასლის, პეტრე და სამოელ კათალიკოსების ხსენების დღე

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq