საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გარდაიცვალა რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი - ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე
სამეფო კლუბი
საქართველოს სამეფო კლუბი მწუხარებით იტყობინება, რომ 

2020 წლის 24 მარტს, გარდაიცვალა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე - რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ'არაგონა (Prince Raimondo Umberto Maria Orsini d'Aragona), საქართველოს საპატიო მოქალაქე.

იგი, ასევე გახლდათ, საქართველოს სამეფო კლუბის უცხოელი საპატიო წევრის, ჰერცოგ დომენიკო ნაპოლეონე ორსინის ბიძაშვილი.

გარდაცვლილის ვაჟი, ლელიო ნიკოლო ორსინი, საქართველოში კარგადაა ცნობილი - მისი ინიციატივით იტალიის პარლამენტში შეიქმნა საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფი.

მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს და ახლობლებს.

საქართველოს სამეფო კლუბის სახელით
გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq