საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გამოვიდა "შაჰ-ნამეს" ცხრატომეულის პირველი ტომი (თარგმნა ბელა შალვაშვილმა)
სამეფო კლუბი
გამოვიდა ბელა შალვაშვილის მიერ თარგმნილი, X-XI საუკუნის დიდი ირანელი პოეტის, აბულყასემ ფირდოუსის ვრცელი ეპისის, რომელიც ცხრა ტომისაგან შედგება, I ტომი.

პოეტი და მთარგმნელი ბელა შალვაშვილი არის ირანის 2012 "წლის წიგნის" პრიზის კავალერი, რომელიც მას ფირდოუსის თარგმნისათვის გადაეცა ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ ახმად ნეჯადის მიერ.  

წიგნის მხატვრული გაფორმება ეკუთვნის გიორგი ვართაგავას.
გამომცემლობა "მერიდიანი".

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქალბატონი ბელა შალვაშვილი არის ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი. 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq