საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

The Royal Club of Georgia offer our condolences to the British royal family, to His Majesty, king Charles III საქართველოს სამეფო კლუბი სამძიმარს უცხადებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს
სამეფო კლუბი
The Royal Club of Georgia and The Great Britain’s Friends Club in Georgia offer our condolences to His Majesty, king Charles III, to the British royal family and all the people across the United Kingdom and the Commonwealth for the death of Her Majesty the Queen Elizabeth II. We are deeply saddended by this terrible news, Her Majesty was a remarkable person who devoted her life to the realm, as she promised 70 years ago.
The Queen was great friend and supporter of Georgia and Georgian people and her reign will be an example of good leader for us, that’s why we mourn her alongside Britons and all people of her realms.
The Royal Club of Georgia and The Great Britain’s Friends Club in Georgia
საქართველოს სამეფო კლუბი და დიდი ბრიტანეთის მეგობართა კლუბის საქართველკოში სამძიმარს უცხადებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ქვეყნების ყველა მოქალაქეს მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, ჩვენ ღრმად დამწუხრებული ვართ ამ საშინელი ამბით, მისი უდიდებულესობა იყო გამორჩეული ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე სამეფოს სამსახურს მიუძღვნა, როგორც ის 70 წლის წინ დაჰპირდა თავის ხალხს.
დედოფალი იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის გულითადი მეგობარი და მისი მეფობა კარგი ლიდერობის მაგალითი იქნება ჩვენთვის, ამიტომაც ვგლოვობთ მას ბრიტანელებთან და მისი ყველა სამეფოს ხალხებთან ერთად.
საქართველოს სამეფო კლუბი და დიდი ბრიტანეთის მეგობართა კლუბი საქართველოში

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq