საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მესამე პოზიციის განცხადება ავადმყოფი ადამიანების ციხიდან გამოშვების შესახებ
გიორგი კუჭავა


 

მსოფლიოს ბევრი ლიდერი ჰყოლია, რომლებმაც თავისი გაუტეხელი სულისკვეთებით მაგალითი მისცეს ხალხებს და უკან არ დაიხიეს: ინდოეთის ეროვნული გმირი მაჰათმა განდი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიატი ნელსონ მანდელა, რომელმაც 27 წელი გაატარა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ციხეში, საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა და სხვა არაერთი, რომლებიც არ შეუშინდნენ პატიმრობას.

რა თქმა უნდა ყველა გმირობას ვერ მოსთხოვ... სააკაშვილმა არაერთხელ მოითხოვა განთავისუფლება. ისიც კი განაცხადა - თუ გაანთავისუფლებდნენ, დატოვებდა საქართველოს და აღარ ჩაერეოდა ქართულ პოლიტიკაში.

დღეს საქართველს სასჯელაღსრულებით სამსახურებში უამრავი პატიმარია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არცერთი მათგანი არ იმყოფება ისეთ პრივილიგირებულ მდგომარეობაში, როგორშიცაა „# 1 პატიმარი“.  სამწუხაროდ მათ ბედზე არავინ წუხს, არც მედიაში საუბრობენ მათზე.

ჭეშმარიტი ჰუმანიზმი ქადაგებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

არსებულ მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პოზიცია გამოდის წინადადებით:

ჩატარდეს საყოველთაო პლებისციტი, და ხალხმა გადაწყვიტოს - საქართველოს სასჯელსღსრულებითი დაწესებულებებიდან განთავისუფლდეს ყველა ავადმყოფი პატიმარი, გარდა მათი, ვისაც ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული.

 მესამე პოზიციის სახელით გიორგი კუჭავა

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq