საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი ჰარი საუკეთესო ბიძად აღიარეს
georoyal.ge
ჰარი, მალე ბიძია გახდები - უთხრა რძალმა პრინცს
დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშილი, პრინც ჩარლზის მეორე ვაჟი - უფლისწული ჰარი ძალიან პოპულარულია ქვეყანაში.

ის გამოირჩევა უბრალოებითა და მამაცობით. ცნობილია, რომ ჰარი მსახურობს ბრიტანეთის ჯარში და ხშირად იღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში.

პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი არიან არამარტო ძმები, არამედ კარგი მეგობრებიც. კემბრიჯის ჰერცოგის, უილიამის მეუღლე -ქეით მიდლტონი, რომელიც მალე დედა გახდება, მეუღლის მსგავსად, გულთბილ მეგობრულ ურთიერთობას უწევს თავის მაზლს.

პრინც ჰარის ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო ძმის ცოლის ფეხმძიმობის შესახებ. იგი მოუთმენლად ელოდება ძმიშვილის დაბადებას.

უილიამისა და ქეითის შვილი გახდება ბრიტანეთის მომავალი მონარქი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეფო დინასტიაში ჰარისთან შედარებით ის უპირატესობით ისარგებლებს. თუმცა, ეს ამბავი ჰარის სულაც არ აღელვებს. მართალია, ჩვილი ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ  სოციოლოგიური კვლევის შედეგ ჰარი მსოფლის საუკეთესო  ბიძად აღიარეს ბრიტანეთში. გამოკითხულ ქალთა უმეტესობა აღიარებს, რომ ჰარი არამარტო კარგი ბიძა, არამედ საუკეთესო მამა იქნება, როცა ოჯახს შექმნის.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი (93% ქალები - 84% კაცები) აღიარებს, რომ ჰარის ცხოვრების წესი მისაღებია ახალგაზრდა მამაკაცისათვის. როგორც ჩანს, ეს გამოკითხვა ერთგვარი  პასუხია იმ სკანდალზე, რომელშიც  წელს გაება ჰარი, ლას-ვეგასში

გახარებული უილიამი, ქეითი და ჰარი
ყოფნისას. მისი რეპუტაცია არ შელახულა, იგი კვლავაც  საუკეთესო სასიძოდ ითვლება ბრიტანეთში.

პრინცესა დაიანას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფონდის (Sentebale) დაარსებისას ჰარი სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. რომ გულის სიღრმეში ის კვლავ ბავშვია. და ამ განცდას უხანგრძლივებს  მათთან გატარებული  დრო.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq