საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ჟურნალიტები, სახელმწიფო ინტერესი და პრინცესა
georoyal.ge
გასულ კვირას ბუკინგემის სასახლემ თხოვნით მიმართა ბრიტანულ მედიას, რომ არ გადაეღოთ ფოტოები და არ გაეშუქებინათ პრინც უილიამისა და პრინცესა ქეითის საშობაო ვიზიტი ბერკშირში. მედიასა

და სასახლეს შორის შეთანხმება შედგა.

მაგრამ რამდენიმე ფოტოგრაფმა მაინც მოახერხა სამეფო წყვილისა და მიდლტონების ოჯახის გადაღება. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ცერემონია მშვიდ ვითარებაში ჩაივლიდა. პოლიცია და დაცვა მობილიზებული გახლდათ: მოედანი განტვირთეს ტრანსპორტისაგან-ცნობისმოყვარეთაგან დამალვა აუცილებელი არ ყოფილა. „დეილი მეილმა“ „როიტერის“ შტატგარეშე ფოტოგრაფისგან შეიძინა წყვილის ფოტოები და თავისთან აპირება დაბეჭდვას. ამ საქციელს იმით ამართებდაა, რომ ფოტოგრაფი შტატგარეშე იყო და მას სასახლისათვის პირობა არ მიუცია.

„დეილი მეილის“ რედაქციის აზრით, შეძენილი ფოტოების დაბეჭდვის უფლება ყველას აქვს. თუმცა, ღამით სასახლის მოთხოვნით, ქეითისა და უილიამის ფოტოები გაზეთიდან ამოიღეს, მაგრამ გაზეთის რედაქციამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც გაკვირვებული აცხადებს, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.

რედაქციისაგან განსხვავებით, სასახლის სიფრთხილე ქეითის მდგომარეობით უნდა იყოს გამოწვეული. როგორც ჩანს, პრინცესა საგანგებოდ გაარიდეს ხალხმრავალ გარემოს. ბერკშირის სიმყუდროვე ზედგამოჭრილი იქნებოდა მისთვის. თან შობის დღესასწაულსაც დაესწრებოდა. თუ კემბრიჯის ჰერცოგინია ხარ, დღესასწაულზე დასწრებაც კი გარკვეული მოვალეობაა. მნიშვნელობა არ აქვს, თავს შეუძლოდ გრძნობ, ტოქსიკოზი გაწუხებს თუ სხვა რამ, საზოგადოების წინაშე მომღიმარი და მოწესრიგებული უნდა წარდგე....

ქეითი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ბერკშირში წმ. მარკოზის სახელობის ეკლესიაში შობის დღესასწაულზე.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq