საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ტელესერიალი მეფეზე
georoyal.ge
მეფე


 

ესპანეთში, ტელეარხ Telecinco-ს მიერ  მიმდინარეობს სერიალის გადაღება ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის ცხოვრების შესახე. ფილმს ერქმევა „მეფე“ („El Rey“).

 

ხუან კარლოს ცხოვრებაში არა ერთი რთული მომენტი ჰქონდა, გამეფებამდე, და გამეფების შემდგომაც, რომლებიც ღირსეულად გადალახა. ამის შესახებ იქნება მოთხრობილი სერიალში.

 

ფილმის სიუჟეტი დაიწყება 1948 წლის 21 ნოემბრიდან, როდესაც ხუან კარლოსი მადრიდში ჩავიდა სასწავლებლად, დამთავრდება მისი მამის, ხუანის გარდაცვალების მომენტით, ეს მოხდა 1993 წელს. გადაღებები მიმდინარეობს მადრიდში, სებასტიანში, კადისში, ბილბაოში და ეშტორილში.

მეფის როლს ითამაშებს ცნობილი მსახიობი ფერნანდო ჯილი, რომელმაც ადრე ხუან კარლოსის შვილის, პრინც ფილიპეს შეასრულა ტელეფილმში „ფილიპე და ლეტიცია“, სადაც მოთხრობილი იყო თანამედროვე „კონკის“ - ლეტიციასა და პრინცის სიყვარულის ამბავი.

დედოფალ სოფიას როლს ითამაშებს ქრისტინე ბრონდო. ხუან კარლოსის ჭაბუკობას განასახიერებს პატრიკ კრიადო. ხუან კარლოსის მამის როლს შეასრულებს ხოსე ლუის გარსია-პერესი. პაკო მარინო ითამაშებს გენერალ ფრანკოს როლს. ხუან კარლოსის ძველი შეყვარებულის, იტალიელი გრაფიანია დე პობილანტის როლი შეხვდა ადრიანა ტორებეხანოს... ფილმის რეჟისორია ნორბერტო ლოპას ამადო.

 

მეფე ახალგაზრდობაში
მეფის როლის შემსრულებელი ფერნანდო ჯილი
მეფის როლის შემსრულებელი ფერნანდო ჯილი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq