საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი
georoyal.ge

კარგა ხნის შემდეგ ფეხმძიმე ქეით მიდლტონი საზოგადოებაში კვლავ გამოჩნდა. ამის მიზეზი გახდა კემბრიჯის ჰერცოგინიას პირველი ოფიციალური პორტრეტის პრეზენტაცია ლონდონის ნაციონალურ გალერეაში. პორტრეტის ავტორია მხატვარი პოლ ემსლი. გამოფენაზე ქეითი და პრინცი უილიამი მას პირადად გაესაუბრნენ .

 

ღონისძიება გაიმართა 11 იანვარს, ორი დღის შემდეგ, რაც ქეითმა თავისი 31-ე დაბადების დღე აღნიშნა. მას ეცვა სადა ბორდოსფერი კაბა შავი ქამრით. მიუხედავად ცოტა ხნის წინ გადატანილი ტოქსიკოზისა, პრინცესა ბრწყინვალე ფორმაში იყო, ის 12 კვირის  ფეხმძიმეა.

ჰერცოგინიამ პირადად ისურვა, რომ მისი პორტრეტი  პოლ ემსლის დაეხატა. ქეითმა ის რამდენიმე მხატვარში გამოარჩია თითქმის ფოტოგრაფიული სტილის გამო.

 

პოლმა განაცხადა, რომ სურათის შექმნის მიზნით ის ორჯერ შეხვდა პრინცესას მაისსა და ივნისში, პირველად მხატვრის სტუდიაში, ხოლო მეორედ კენსინგტონის სასახლეში. ქეითის სურვილის მიხედვით პორტრეტი ბუნებრივი და ამავდროულად ოფიციალური უნდა ყოფილიყო. ემსლი თავდაპირველად გეგმავდა დაეხატა მკაცრი ქეითი, მაგრამ  მოგვიანებით შეცვალა გადაწყვეტილება და დახატა მომღიმარი პრინცესა. ემსლიმ თქვა, რომ ჰერცოგინიას და მის ქმარს ნახატი მოეწონათ. ქეითის აზრით, პორტრეტი ბრწყინვალეა.

 

განსხვავებულია ზოგიერთი კრიტიკოსის შეფასება.

მათი აზრით, პორტრეტი განსაკუთრებული არ არის. ქეითი ასაკოვანი და პირქუში ჩანს, მას თვალები არ უბრწყინავს, ისე როგორც ცხოვრებაში. ისინი მოხარულები არიან იმით, რომ რეალური  ქეითი არაფრით არ ჰგავს პოლ ემსლის წარუმატებელ ნახატს.

 

აქვე აღვნიშნოთ, რომ თავის დაბადების დღეს, 9 იანვარს, პრინცესა მეუღლესთან ერთად ალბერტ ჰოლში კონცერტს დაესწრო. მას თან ახლდნენ მშობლები, დედმამიშვილები და მეგობრები.

ზემოთ აღნიშნულ გამოფენაზე ქეითის პორტრეტის პრეზენტაციაც, მისი დაბადების დღისადმი იყო მიძღვნილი.

მკითხველს მივანდოთ ამ პორტრეტის შეფასება.

 

 

გამოფენაზე
ალბერთ ჰოლში

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq