საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

„თეთრის პრივილეგია“
georoyal.ge
ლუქსემბურგისა და ესპანეთის დედოფლები პაპის რეზიდენციაში

რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ დაწესებულია ტიტულები - კათოლიკე მეფე, კათოლიკე დედოფალი. ეს ტიტულები გადაეცემათ იმ მონარქებს, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის აზრით, კათოლიკური პრინციპებით ხელმძღვანელობენ როგორც სახელმწიფოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში. 

დღეს ამ ტიტულს ფლობენ ბელგიისა და ესპანეთის მეფეები, ასევე ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგები. მართალია,ლიხტენშტეინისა და მონაკოს თავადები კათოლიკეები არიან, თანაც მონარქები, მაგრამ  ზემოთნახსენებ ტიტულს არ ფლობენ, ალბათ იმიტომ, რომ მათი სამფლობელოები სინამდვილეში სათავადოებია და არა სამეფოები.

კათოლიკე მეფეებს და კათოლიკე დედოფლებს, და საერთოდ ყველას,  გარკვეული ეტიკეტის დაცვა ევალებათ პაპთან აუდიენციის დროს. ამგვარი რამ ყველა ქვეყანაში და რელიგიაშია მიღებული, და მისი დაცვა აუცილებელია და პატივისცემის გამოხატვას ნიშნავს.

ამჯერად დედოფლებზე გიამბობთ. კერზოდ, კათოლიკე დედოფლებს  უფლება აქვთ პაპთან გამოცხადდნენ თეთრი კაბითა და თავსაბურავით, ნაცვლად შავი სამოსისა, თეთრი სამოსი აცვია პაპს, და ეს პერივილეგიად ითვლება. ამ უფლებას კათოლიკე დედოფლებისათვის ეწოდება „თეთრის პრივილეგია“.  

დღეს კათოლიკე მეფის ტიტულით სარგებლობენ ესპანეთისა და ბელგიის მეფეების, ლუქსემბურგის ჰერცოგის მეუღლეები. აქედან გამომდინარე

„თეთრის პრივილეგიის“ უფლებით სარგებლობს ოთხი ქალბატონი:

ესპანეთის

ესპანეთის დედოფალი სოფია
მეფის მეუღლე დედოფალი სოფია, ბელგიის მონარქის მეუღლე - დედოფალი პაულა, ბელგიის ყოფილი მეფის ქვრივი - დედოფალი ფაბიოლა, ლუქსემბურგის ჰერცოგის მეუღლე - დიდი ჰერცოგინია მარია ტერეზა.

პაპმა  ბენედიქტე XVI-მ რამდენიმე დღის წინ მიღო მონაკოს თავადი ალბერ II და მისი მეუღლე შარლენი. უცნაურია, რომ შარლენმა დაარღვია  „თეთრის პრივილეგიის“ ტრადიცია და თეთრი სამოსით გამოცხადდა კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან, რაც მისი მხრიდან თამამი ნაბიჯი იყო.

თვით პროტესტანტული სარწმუნოების მიმდევარ დიდი ბრიტანეტის დედოფალს ელისაბედ II-საც კი არ დაურღვევია ზემოთ აღნიშნული ეტიკეტი პაპთან ვიზიტის დროს, ის აუდენციაზე შავი სამოსით გამოცხადდა.

ცნობილია, რომ ამ ეტიკეტის დარღვევა ადრეც მოხდა რამდენიმეჯერ, მაგალითად, სსრკ-ს პრეზიდენტის მეუღლემ, რაისა გორბაჩოვამ გამოიჩინა იდეოლოგიური სიჯიუტე და რომის პაპს წითელი კაბით ეწვია.

 როგორც ვხედავთ, პაპის კარზე  ეტიკეტის დარღვევა მიუღებელია.

სამწუხაროა, რომ ჩვენს საპატრიარქოში თავსაბურავის გარეშე დადის, როგორც სტუმრების, ასევე იქ მომსახურე ქალბატონების დიდი ნაწილი. 

ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია მარია ტერეზა
ბელგიის დედოფალი ფაბიოლა
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II
ნორვეგიის დედოფალი სონია
ბრიტანეთის ყოფილი პრინცესა დაიანა
პრინც ჩარლზის მეუღლე კამილა პარკერი
ესპანეთის პრინცესა ლეტიცია
მონაკოს თავადის მეუღლე შარლენი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq