საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მონაკოს მთავარმა კიდევ ერთი სასამართლო მოიგო
georoyal.ge

ამერიკელ ბლოგერს, მონაკოს მონარქის ცილისწამებისათვის პარიზის სასამართლომ  დააკისრა ჯარიმა - 3 ათასი ევროს სახით, ასევე 9 ათასი ევრო საკომპენსაციო თანხა,  მორალური ზიანისათვის, რომელიც უნდა გადაუხადოს მთავარს.

სემ ერინჯერმა, კალიფორნიის შტატის სანტა ბარბარადან, თავის გვერდზე ინტერნეტში არაერთჯერ დაადანაშაულა ალბერ II კორუპციასა და უკანონო გარიგებებში.

ბლოგერი წერდა, რომ მონაკოს პლაჟის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული ტენდერის დროს ალბერ II ადგილობრივი კომპანიების მიმართ არაობიექტური იყო. ერინჯერის თქმით, მონარქი თავის საქმეებს აგვარებდა მის მიერვე დაწინაურებული კორუმპირებული მოსამართლისა და  სასახლის თაღლითების მეშვეობით, რომელთაგანაც ქრთამებს იღებდა.

 ბლოგერი ირწმუნებოდა, რომ ის იყო ალბერ II-ის კონსულტანტი დაზვერვისა და უსაფრათხოების საკითხებში. ერთ-ერთ ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ მთავრის მითითებით შეიქმნა მონაკოს სადაზვერვო ჯგუფი, რომელსაც ევალებოდა საიდუმლო მონაცემებისა და კომპრომატების შეგროვება.


როგორც სასამართლომ დაადგინა, ბლოგერი დამნაშავეა მონაკოს მთავრის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამების გამო და, როგორც აღვნიშნეთ, მას მოუწევს ალბერ II-ს გაგაუხადოს 9 ათასი ევრო მრალური ზიანის მიყენების გამო. იგი ასევე გადაიხდის ჯარიმას 3 ათასი ევროს ოდენობით.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq