საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ნიდერლანდის დედოფალი ბეატრიქსი, რომელიც უნდა გადადგეს, 75 წლის გახდა
georoyal.ge

31 იანვარს ნიდერლანის დედოფალ ბეატრიქს 75 წელი შეუსრულდა.

 ბეატრიქს ვილჰელმინა არმგარდი, ნიდერლანდების პრინცესა, პრინცესა ორანელ-ნასაუ, პრინცესა ლიპე-ბისტერფელდი დაიბადა 1938 წლის 31 იანვარს ბარნის სასახლე სუსტდეიკში, ნიდერლანდებში.

 გერმანიის მიერ ნიდერლანდის ოკუპაციის გამო 1940 წელს მისი ბებია, დედფალი ვილჰელმინა, დედა, პრინცესა იულიანა, ბეატრიქსი, მისი და ირენი და მთელი ოჯახი იძულებული გახდნენ ქვეყნიდან წასულიყვნენ. პრინცესა იზრდებოდა კანადაში, ოტავაში, ვილა სტორნოუეში. იქვე, 1943 წელს  დაიბადა მისი და მარგარეტი. მისი ბებია, დედოფალი ვილჰელმინა და მამა, პრინცი ბერნარდი ლონდონში იყვნენ. ბებია იქიდან მართავდა ნიდერლანდის დევნილ მთავრობას.

სამშობლოში დაბრუნდნენ ომის შემდგომ, 1945 წლის 2 აგვისტოს.

 მომავალი დედოფალი სწავლობდა სკოლებში: „De Werkplaats“ და „Incrementum“. 1961 წელს დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტი, სადაც შეისწავლა სოციოლოგია, ეკონომიკა და სახელმწიფო სამართალი. იგი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

 1966 წლის 10 მარტს იქორწინა გერმანელ დიპლომატზე კლაუს ფონ ამსბერგზე. მისმა მეუღლემ მიიღო ნიდერლანდის მოქალაქეობა და მიანიჭეს ნიდერლანდის პრინცის ტიტული.

 1967 წელს შეეძინათ პრინცი ვილემ ალექსანდერი, 1968 წელს პრინცი იოჰან ფრიზო, 1969 წელს პრინცი კონსტანტინი.

 1980 წლის 30 აპრილს თავის 71-ე დაბადების დღეზე ნიდერლანდის დედოფალი იულიანა, პრინცესა ბეატრიქსის დედა, გადადგა და ტახტზე ავიდა ბეატრიქსი.

 დედოფალი ყოველთვის გულმოდგინებით ასრულებდა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას.

 2002 წელს გარდაეცვალა ქმარი, 2004 წელს კი დედ-მამა, ყოფილი დედოფალი იულიანა და პრინცი ბერნარდი.

 დედოფალს ჰყავს შვიდი შვილიშვილი.

 როგორც უკვე ვაუწყეთ მკითხველს, თავისი დაბადების დღემდე სამი დღით ადრე, 28 იანვარს ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა საკუთარი ვაჟის ვილემ-ალექსანდრეს სასარებლოდ ტახტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq