საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი ჰარი აფრიკაში, ლესოთოს სამეფოში
georoyal.ge

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი აფრიკას სტუმრობს. იგი ძალიან პოპულარულია არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ აფრიკის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოშიც, რაც მისი კომუნიკაბელურობის, უბრალოებისა და კეთილშობილი ხასიათის დამსახურებაა. პრინც ჰარის უყვარს ადამიანები, უყვარს საზოგადოება სულაც არ ახასიათებს ქედმაღლობა ან უკარებლობა.

პრინცი ჰარი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საქმროდ და მომხიბვლელ ადამიანად. განსაკუთრებულად უყვარს ბავშვები და ბავშვებსაც ძალიან უყვართ ჰარი.

აფრიკაში ვიზიტის ფარგლებში იგი ეწვია პატარა სახელმწიფო ლესოთოს. ლესოთო პატარა სახელმწიფოა, სულ 30 355 კვ. კმ (საქართველოს ნახევარზე ნაკლები). მთლიანად გარშემორტყმულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკით. 1966 წლამდე დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი იყო. 1993 წლიდან ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა. პრინცი ჰარი ამ პატარა სამეფოს ეწვია საქველმოქმედო მიზნებით, თავისი ფონდის Sentebale გეგმების გამო. ეს ორგანიზაცია მისი და ლესოთოს მეფის ლეციე III-ის ძმის, პრინც სეისიტოს დაარსებულია. ორგანიზაცია დაარსდა 2006 წელს, ლესოთოს ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებად.

სპეციალურად ამ ვიზიტისათვის ბრიტანელმა პრინცმა შეისწავლა რამდენიმე ჟესტი ყრუ-მუნჯებთან გასაუბრებისათვის, პრინც სეისიტოსთან ერთად შეხვდა მოსახლეობას, იცეკვა ბავშვებთან, ითამაშა და ნამცხვარიც კი გამოაცხო.

პრინცი ჰარი და პრინცი პრინც სეისიტო
პრინცი ჰარი და პრინცი პრინც სეისიტო
პრინცი ჰარი და პრინცი პრინც სეისიტო ბავშვებთან

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq