საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

იოზეფ I (გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი)
 გერმანიის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი იოზეფ I დაიბადა 1678 წლის 26 ივლისს.

იოზეფ I (დ. 26 ივლისი, 1678 - გ. 17 აპრილი, 1711) — საღვთო რომის იმპერატორი 1705-1711 წლებში. ის იყო იმპერატორ ლეოპოლდ I-ის უფროსი შვილი პირველი ცოლის, ელეონორ მაგდალენისაგან.

იოსეფს ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში, 1687 წელს მიანიჭეს უნგრეთის მეფის ტიტული, ხოლო რუმინეთის მეფის - 11 წლის ასაკში 1690 წელს. მან მიიღო საიმპერატორო ტახტი მას შემდეგ, რაც მისი მამა გარდაიცვალა.

იოზეფმა განაგრძო მამის მიერ დაწყებული  ომი  ესპანეთის მემკვიდრეობისთვის, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის წინააღმდეგ და უშედეგოდ ცდილობდა ესპანეთის ტახტზე დაესვა თავისი უმცროსი ძმა კარლი (შემდგომში საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI). ამ პერიოდში, მან თავისი გამარჯვებების წყალობით ავსტრიის გავლენის ქვეშ მოაქცია იტალიის ტერიტორია. იოზეფს ასევე გაუჭიანურდა უნგრელთა ამბოხის ჩახშობა, რომელიც წაქეზებული იყო საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის მიერ. ეს პრობლემა ვერც მისი უდროო სიკვდილის შემდეგ მოაგვარეს მისმა მემკვიდრეებმა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq