საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

კნუდ I დიდი
კნუდ I დიდი (დან. Knud 2. den Store, ინგლ. Canute I the Great, ნორვ. Knud den mektige) (დ. დაახლ. 995 — გ. 12 ნოემბერი, 1035, შეფტსბერი) — დანიის მეფე 1018 წლიდან, ინგლისისისა 1016 წლიდან და ნორვეგიის 1028 წლიდან. დანიის მეფის სვენ I წვერფიწალას ძე. მამასთან ერთად მონაწილეობდა ინგლისის დაპყრობაში (1013 წლიდან), სადაც გამეფდა ინგლისის ედმუნდ რკინისგვერდიანის სიკვდილის შემდეგ.
X ს-ის მიწურულს იწყება დანიელთა ახალი შემოსევები. ამ დროს დანიისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს მეფე კნუდ დიდი იყო(995-1035). იგი ინგლისის მეფე 1016 წელს გახდა და სატახტო ქალაქად ლონდონი არჩია. მოსახლეობას კნუდმა დიდი გადასახადები დააკისრა. მან ინგლისი დანიის მსგავსად ოთხ რეგიონად დაყო: უესექსად, მერსიად, აღმოსავლეთ ინგლისად და ნოურთუმბრიად. ამგვარად მან საფუძველი ჩაუყარა ინგლისის ტერიტორიულ მოწყობას. მის დროს დაიწყო ფულის რეგულარური ჭრა. კნუდის გარდაცვალები შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა შინაომები, ძარცვა და მკვლელობები ჩვეულებრივ საქმედ აქციეს, რის გამოც მისი სახელმწიფო მალე დაიშალა ინგლისში კვლავ უესექსელი მეფეები გაბატონდნენ. ნელ-ნელა მიმდინარეობდა დანიელებისა და ანგლო-საქსების დაახლოება. დანიელები გაქრისტიანდნენ,ხოლო ენითა კულტურით ისინი დიდად არ განსხვავდებოდნედ ერთმანეთისაგან,რადგან ორივენი გერმანულ-სკანდინვიური სამყაროდან იყვნენ გამოსული.

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq