საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ალფონსო XI - სამართლიანი

1311 წლის 13 აგვისტოს დაიბადა კასტილიის და ლეონის მეფე 1312 - 1350 წლებში, ალფონსო XI (Alfonso XI), ფერდინანდ IV-სა და კონსტანცა პორტუგალიელის ვაჟი.

მამამისი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა და ანდერძის დატოვება ვერ მოასწრო შვილის რეგენტის შესახებ. სამეფო ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება დაიწყო. საბოლოოდ ოთხი რეგენტი გამოცხადდა:

ალფონსოს დედა კონსტანცა პორტუგალიელი.

ალფონსოს ბებია,  მარია დე მოლინა, მეფე სანჩო  IV ქვრივი.

ინფანტი პედრო, მეფე ფერდინანდის ძმა, რომელიც თავის ძმასაც არ ეპუებოდა.

ინფანტი ხუანი, მეფე სანჩო  IV-ის ძმა.

ფაქტიურად ქვეყანა ქუცმაცდებოდა, ზოგი რეგენტი და არისტოკრატია ახალ-ახალ გადასახადებს აკისრებდნენ მოსახლეობას. უცხოელებიც თარეშობდნენ ქვეყანაში... 

ყველაზე დიდი გავლენა ბებიას ჰქონდა, იგი დასახლდა ციხე-ქალაქ ვალიადოლში და მისი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა არასრულწლოვანი მეფე.

1313 წელს გარდაიცვალა ალფონსოს დედა. 1319 წელს ინფანტები პედრო და ხუანი. 1321 წელს კი მეფეს ბებია მოუკვდა. კვლავ ატყდა დავა რეგენტობაზე. რეგენტობა უნდოდათ მეფე ფერდინანდის  III შვილიშვილს ხუან მანუელს და ინფანტ ხუანის ძმას, ხუან "მოხრილს".

რეგენტებს შორის მოხდა ხელისუფლებისა და ტერიტორიების გადანაწილება. ცენტრალური ხელისუფლება გაქრა და ქვეყანაში დაიწყო ქაოსი. ომი 1324 წლამდე გაგრძელდა.

მეფ

ეს, ვალიადოლელი რაინდები უცავდნენ. როგორც კი 14 წლის შესრულდა, მათ იგი სრულწლოვნად და მეფედ გამოაცხადეს. 

 მეფემ ხუან "მოხრილი" შეიტყუა სასახლეში და სიკვდილით დაასჯევინა. ხუან მანუელი დაშოშმინდა. არისტოკრატები დაიმორჩილა ახალგაზრდა მეფემ. 


პირველად მეფემ იქორწინა 1325 წელს, ხუან მანუელის ასულ კონსტანცაზე, მაგრამ 2 წლის მერე ქორწინება გაუქმდა.

მეორე ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფის აფონსო მეოტხის ასული მარია.

დედოფალმა ორი შვილი გაუჩინა მეფეს, ხოლო საყვარელმა ლეონარ დე გუსმნმა 10 შვილი აჩუქა ტავის ხელმწიფეს.

ამის გამოსიმამრტან


მეფეების შერიგებას ხელი შეუწყო გარე საფრთხემაც, აფრიკელმა მავრებმა შეწყვიტეს სამოქალაქო ომები და გაერთიანდნენ გრანადის ემირთან ქრისტიანების წინააღმდეგ. 1340 წელს ქრისტიანული და მუსულმანური ლაშქრები ერთმანეთს რიო სალდოს ბრძოლაში შეხვდნენ, რომელიც ქრისტიანთა გამარჯვებით დასრულდა. მავრებს დიდი დანაკარგები ჰქონდათ, ხოლო ქრისტიანებმა ხელში დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს. შემდეგ წელს კასტილიელებმა რამდენიმე ქალაქი აიღეს და გენუელთა ფლოტის დახმარებით ზღვაზეც დაამარცხეს მავრები. ალფონსომ ორ წლიანი ალყის შედეგად აიღო ქალაქი ალხესირასი, 1350 წელს დაიწყო გიბლარტარის ალყა, მაგრამ გარდაიცვალა შავი ჭირისგან.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq