საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

საფრანგეთის გამაერთიანებელი, ჯვაროსანი მეფე ფილიპე II

1165 წლის 21 აგვისტოს დაიბადა  საფრანგეთის მეფე 1180-1223 წლებში. კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი, ლუი VII-ს (1120-1180) და ადელაიდა შამპანელის შვილი. -  ფილიპე II "ავგუსტი'.

მეფე დაუცხრომელად იბრძოდა. გააფართოვა სამეფო დომენი. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთერთი წინამძღლი იყო 1189-1191 წლებში. 

1202-1204 წლებში ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს წაართვა ნორმანდია, მენი, ანჟუ, პუატუს ნაწილი, შემდეგ ტურენი, 1206 წლის ხელშეკრულებით ჯონ უმიწაწყლომ უარი თქვა საფრანგეთში პლანტაგენეტთა სამფლობელოების უმეტეს ნაწილზე. ფილიპ II-ის წარმატებები დაგვირგვინდა 1214 წელს ინგლისთან ლაროშ-ო-მუანისა (ანჟუ) და ინგლისის მეფის მოკავშირეებთან ბუვინის (ფლანდრია) ბრძოლებში გამარჯვებით.

სამეფოში გაატარა ადმინისტრაციული და ფინანსური რეფორმები. დაამარცხა არისტოკრატია. დააარსა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ოლქები – საპრევოები და საბაიიები, აგრეთვე სამეფო საბჭო. მის დროს დაიწყო სამხრეთ საფრანგეთის მიწების შემოერთება.

თავის თავს უწოდა "საფრანგეთის მეფე", მისი წინამორბედები 'ფრანკთა მეფეების" სახელს ატარებდნენ. 

მისმა თანამედროვე მემატიანემ, ბერმა რიგორდმა მეფეს რომაული ტრადიციით უწოდა "ავგუსტი", მას შემდეგ რაც ფილიპემ გაზარდა სამეფოს ტერიტორიები. ამასთან ხელმწიფე აგვისტოში იყო დაბადებული. იგი ითვლება ერთ-ერთ დიდ მეფედ საფრანგეთისა.

გარდაიცვალა 1223 წლის  14 ივლისს.

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq