საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი

 

ძვ. წ. აღ. 63 წლის 23 სექტემბერს დაიბადა რომის პირველი იმპერატორი  გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ლათ. IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS)

იგო რომის იმპერატორი გახდა ძვ. წ. 27 წლიდან.

ავგუსტუსის სახელს უკავშირდება აგრეთვე მეორე ტრიუმვირატის შექმნა, რომელსაც ანტონიუსი და ლეპიდუსი ხელმძღვანელობდნენ. თავიდან, სანამ ოქტავიანე მამობილის იულიუს კეისრის მემკვიდრეობას მიიღებდა, მასა და ტრიუმვირატს შორის კარგი ურთიერთობა სუფევდა. მაგრამ როდესაც დადგა დრო ძალაუფლების ხელში აღებისა, მას ანტონიუსთან დაპირისპირება მოუხდა. ავგუსტუსსა და ანტონიუსს შორის გამარჯვება ავგუსტუსს დარჩა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მის მეგობარსა და ფლოტილიის ხელმძღვანელ აგრიპას.

ანტონიუსისა და ავგუსტუსის ფლოტილიების დაპირისპირება მოხდა საბერძნეთის დასვლეთ სანაპიროსთან, აქციუმთან. ანტონიუსს ისტორიისათვის ჯერაც გაურკვეველი მიზეზების გამო უღალატა საკუთარმა საყვარელმა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ და ეგვიპტელთა ფლოტმა ბრძოლა მიატოვა. ანტონიუსმა ბრძოლა წააგო და ეგვიპტეში დაბრუნდა. მაგრამ იქ ნაპირზე გადასვლისთანავე ეგვიპტის მთავარი ქურუმის გაგზავნილმა ხალხმა მოკლა.

ეგვიპტეში ჩასულ ოქტავიანეს კლეოპატრა შემოეგება, თუმცა ოქტავიანემ მას დიდი ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც კლეოპატრამ თავი მოიკლა. ოქტავიანეს სახელს უკავშირდება დიდი დაპყრობითი ომები რაინს აღმოსავლეთით და ბრიტანეთის კუნძულზე. ოქტავიანეს მემკვიდრე არ ჰყავდა, ყველა მისი შთამომავალი ძალზე ახალგაზრდა დაიღუპა. საკუთარი სურვილის წინააღმდეგ და ძალდატანებით, მან მემკვიდრედ გამოაცხადა ტიბერიუსი, თავისი მეორე მეუღლის, ლიბიის შვილი მისი პირველი ქორწინებიდან.

გარდაიცვალა ჩვ. წ. აღ.-მდე 14 წლის 19 აგვისტოს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილეს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის (+444) ხსენების დღეს.
ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
gaq