|
სტეფან დუშანი
სტეფან უროშ IV დუშანი ნემანიჩი (სერბ. Стефан Урош IV Душан Немањић) — სერბეთის მეფე (1331—1346) ნემანიჩთა სახლიდან, 1346 წლიდან „სერბთა და ბერძენთა მეფე“ (სიკვდილამდე 1355 წ).
სერბეთის მეფე სტეფან უროშ III-ისა და ბულგარეთის იმპერატორის ქალიშვილის, თეოდორა სმილეცის ვაჟი და სიმეონ სინიშის გერი ძმა. 1331 წელს მამის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. ბიზანტიასა და უნგრეთთან რიგი ომების შედეგად დუშანმა უზარმაზარი სახელმწიფოს შექმნა მოახერხა, რომელშიც შედიოდნენ: მაკედონია, ეპირი, თესალია და თრაკიის ნაწილი. 1346 წელს იგი „სერბთა და ბერძენთა მეფედ“ აკურთხეს სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საპატრიარქოს დაარსების პარალელურად.
1349 წელს გამოსცა ე. წ. „სტეფან დუშანის კანონები“ — სერბეთის კანონთა კრებული.
ცოლად ჰყავდა ელენე, ბულგარეთის მეფის ივან ალექსანდრეს ქალიშვილი. სტეფან დუშანის ვაჟი სტეფან უროშ V სერბეთის უკანასკნელი მეფე გახდა. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|