საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ნაპოლეონ III
ნაპოლეონ III, შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Charles Louis Napoléon Bonaparte) ( დ. 20 აპრილი. 1808, პარიზი ― გ. 9 იანვარი. 1873, ჩიზლჰერსტი, ლონდონის მახლობლად ), საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი (1848-1852), საფრანგეთის იმპერატორი ( 1852-70 ), ნაპოლეონ I-ის ძმის, ლუი ბონაპარტის ვაჟი. ნაპოლეონ I მართველობის დროს ლუის ბონაპარტე ჰოლანდიას განაგებდა (1806-1810).

 ნაპოლეონ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1832) ბონაპარტისტებმა იგი ტახტის მემკვიდრედ აღიარეს. ამბოხებათა (1836 და 1840) მოწყობის ცდისათვის ნაპოლეონ III-ს (1840) სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 1846 წელს ინგლისში გაიქცა. 

1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა. მსხვილი ბურჟუაზიის დახმარებით 1848 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტად აირჩიეს. 1851 წლის 2 დეკემბერს მოაწყო კონტრრევოლუციური გადატრიალება. საკანონმდებლო კრება დაითხოვეს, ლუი ნაპოლეონი გამოცხადდა იმპერატორად ნაპოლეონ III-ის სახელით. ნაპოლეონ III-ის რეჟიმი ბონაპარტიზმის ტიპიურ გამოვლინებას წარმოადგენდა. საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობამ, განსაკუთრებით კი მექსიკის ექსპედიციის (1862-67) მარცხმა ძლიერ შეარყია ნაპოლეონ III-ის პოზიციები, ხოლო საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წლების ომმა გამოამჟღავნა მეორე იმპერიის უძლურება. 1870 წლის 2 სექტემბერს ნაპოლეონ III სედანთან ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. სექტემბრის რევოლუციის (1870) შედეგად ნაპოლეონ III ტახტიდან ჩამოაგდეს.


მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq