|
ლუი XI - საფრანგეთის გამაერთიანებელი
ლუი XI (ფრანგ. Louis XI de Valois; დ. 3 ივლისი, 1423, ბურჟი, საფრანგეთი - გ. 30 აგვისტო, 1483, პლესი-ლე-ტური, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1461-1483 წლებში, ვალუას დინასტიისა. შარლ VII-ის ძე.
გამეფებისთანავე დაიწყო ბრძოლა ფეოდალური არისტოკრატიის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო პრინცებმა - ბურგონის ჰერცოგის ვაჟმა შარლ გულადმა, მეფის ძმამ შარლ დე ბერიმ და ბრეტანის ჰერცოგმა - 1465 წელს შეადგინეს „საზოგადოებრივი კეთილდღეობის ლიგა“. მეფესა და ლიგას შორის გამართულ მონლერის ბრძოლას (1465 წ.) შედეგი არ გამოუღია. ლუი XI იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ბრძოლა ფეოდალური დიდკაცობის წინააღმდეგ განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1467 წელს ბურგონის ჰერცოგობა მიიღო შარლ გულადმა, რომელიც დამოუკიდებელი სახელწიოს შექმნაზე ოცნებობდა. 1477 წლის 5 იანვარს ნანსის ბრძოლაში შარლ გულადის დამარცხებისა და დაღუპვის შემდეგ დაიწყო „ბურგონული მემკვიდრეობისათვის“ ბრძოლა ლუი XI-სა და ავსტრიის მბრძანებელ მაქსიმილიან ჰაბსბურგს შორის (შარლ გულადის ასულისა და მემკვიდრის, მარი ბურგონელის ქმარი). 1482 წელს არასის ზავით ლუი XI-მ დაპყრობილი ბურგონული მემკვიდრეობის მიწებიდან შეინარჩუნა ბურგონის საჰერცოგო და პიკარდია, შეიერთა ანჟუსა და მენის საგრაფოები და პროვანსი მარსელითურთ.
ლუი XI-ის მმართველობაში არსებითად დასრულდა საფრანგეთის გაერთიანება და საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ აბსოლუტიზმს. ლუი XI-მ მოახდინა არმიის რეორგანიზაცია, ხელს უწყობდა ეკონომიკურ განვითარებას, შემოიღო საფოსტო სადგურების სისტემა. მფარველობდა უნივერსიტეტებს. დაიწყო წიგნების ბეჭდვა.
|
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|