|
საყოველთაო კეთილდღეობისათვის მზრუნველი ბიზანტიის იმპერატორი ტიბერიუს II
ტიბერიუს II კონსტანტინე (დ. 520/535 — გ. 14 აგვისტო 582) — ბიზანტიის იმპერატორი 578-582 წლებში. წარმოშობით იყო თრაკიელი. იმპერატორ იუსტინე II-ს პირადი დაცვის უფროსი და მეგობარი. იმპერიას ფაქტირად ერთპიროვნულად მართავდა 574 წლიდან, როდესაც ის იუსტინე II-მ იშვილა და თანამმართველად გამოაცხადა, ხოლო თვითონ ქვეყნის მართვას განერიდა. ტიბერიუსი არ ზრუნავდა პირად კეთილდღეობაზე. მას მთავრ მიზნად მიაჩნდა საყოველთაო კეთილდღეობა. ამისთვის ხაზინიდან სოლიდურ ხარჯებსაც არ ერიდებოდა. მისი კურსით უკმაყოფილო დედოფალმა სოფია-მ და მხედართმთავარმა იუსტინიანემ მისი ჩამოგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება, რომელიც გამჟღავნდა. თუმცა ტიბერიუსმა გამოიჩინა იმ დროისათვის გაუგონარი სულგრძელობა და შეთქმულები ცოცხალი დატოვა.
მრავალი ბრძოლა გადახდა სპარსელებთან, სლავებთან და ავარებთან. მათ ებრძოდა გარდამავალი უპირატესობით. 582 წელს თავისი ასული შერთო მხედართმთავარ მავრიკიოსს და იგი გამოაცხადა მემკვიდრედ. ისტორიაში შევიდა როგორც ჭკვიანი და წინდახედული მმართველი. |
 | | სამეფო კლუბის გერბი |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|