|
მანუელ I კომნენოსი, რომლის შვილი ქართველებმა სიძედ დაიწუნეს
მანუელ I კომნენოსი (დ. 1118, კონსტანტინოპოლი – გ. 24 სექტემბერი, 1180, იქვე) — ბიზანტიის იმპერატორი 1143–1180 წლებში. ეყრდნობოდა წვრილ და საშუალო პროვინციულ ფეოდალებსა და ქალაქებს. ხელს უწყობდა ფეოდალური მიწათმფლობელობის განმტკიცებას. 1158 წელს ეკლესიებსა და მონასტრებს აუკრძალა სამფლობელოების გაფართოება. იმპერია გაათავისუფლა მოზღვავებული ვენეციელი ვაჭრებისაგან. მანუელ I ცდილობდა ბიზანტიის ბატონობის აღდგენას იტალიასა და ეგვიპტეში, მაგრამ ვერ შეძლო. აიძულა უნგრეთი (1164 წ.) და სერბია (1172 წ.) ეცნოთ ბიზანტიის სუზერენიტეტი. 1176 წლის 17 სექტემბერს მირიოკეფალონთან (მცირე აზია) დაამრცხეს სელჩუკებმა და იძულებული გახდა მათთვის დორილეონის და სუბლეონის ციხესიმაგრეები დაეთმო. მის ვაჟს გარდარეული სიყვარულით ჰყვარებია თამარ მეფე და მისი ქმრობა უნდოდა: "რამეთუ ამას (თამარს) სძღუნობდეს ყოველნი მეფენი აღმოსავლით დასავლეთამდი ამისთჳს. ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი რამეთუ ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი უხუცესი იყო გაჭრითა და გახელებით"... მაგრამ ქართველებმა დაიწუნეს. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|