|
იზაბელა პორტუგალიელი
ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Isabel de Portugal; დ. 24 ოქტომბერი 1503, ლისაბონი — გ. 1 მაისი 1539, ტოლედო) — იმპერატორ კარლ V-ის ცოლი. ისაბელი დაიბადა ლისაბონში 1503 წლის 24 ოქტომბერს. ის იყო პორტუგალიის მეფის მანუელ I-ის და მისი მეორე ცოლის მარია არაგონელის ქალიშვილი. 1525 წლის 1 ნოემბერს, სევილიაში დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილზე, კარლ V-ზე. ისაბელა იყო ესპანეთის რეგენტი 1528—1533 და 1535—1538 წლებში. 1539 წლის 1 მაისს გარდაიცვალა ტოლედოში გრიპის ან ფილტვების ანთებით. ისაბელას ჰყავდა 5 შვილი.
ფილიპე II ( დ. 21 მაისი 1527 — 13 სექტემბერი 1598)მარია (დ. 21 ივნისი 1528 — გ. 26 თებერვალი 1603) — იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ცოლი.ფერდინანდი (1530)ხუანა ( დ. 26 ივნისი 1537 — გ. 7 სექტემბერი 1573)ხუანი ( დ. 20 აპრილი 1539 — გ. 20 აპრილი 1539) |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|