|
ბელგის მეფე ლეოპოლდ I
ლეოპოლდ I — ბელგიის მეფე 1831-1865 წლებში. საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიიდან. საქსენ-კობურგ-ზაალფელდის დიდი ჰერცოგის მესამე შვილი.
1830 წელს ბელგიაში დაიწყო რევოლუცია, რომლის შედეგადაც ქვეყანამ ნიდერლანდისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 22 ნოემბერს ეროვნულმა კონგრესმა ქვეყანა კონსტიტუციურ მონარქიად გამოაცხადა. 1831 წლის 4 ივლისს 137 ხმით 48-ის წინააღმდეგ ქვეყნის მეფედ აირჩიეს საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიის წარმომადგენელი ლეოპოლდ I. 1931 წლის 21 ივლისს ლეოპოლდ I თეთრ ცხენზე ამხედრებული საზეიმოდ შევიდა ბრიუსელში. ეს დღე ბელგიის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული დღესასწაულია.
1816 წელს დაქორწინდა დიდი ბრიტანეთის მემკვიდრე პრინცის, მომავალი მეფის ჯორჯ IV-ის ქალიშვილზე შარლოტაზე, რომელიც ფეხმძიმობის პერიოდში გარდაიცვალა.
1832 წელს იგი მეორედ დაქორწილდა საფრანგეთის მეფის, ლუი-ფილიპე ორლეანელის ქალიშვილ ლუიზა მარიაზე. მასთან შეეძინა შვილები: ლუი-ფილიპი (1833—1834);ლეოპოლდი (1835—1909), ბელგიის მომდევნო მეფე;ფილიპე ბელგიელი (1837—1905), ფლანდრიის გრაფი;შარლოტა (1840—1927), გათხოვდა მექსიკის მომავალ იმპერატორ მაქსიმილიან I-ზე. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|