|
ლუი XV დე ბურბონი
ლუი XV დე ბურბონი (ფრანგ. Louis XV de Bourbon; დ. 15 თებერვალი, 1710, ვერსალი, საფრანგეთი – გ. 10 მაისი, 1774, ვერსალი, საფრანგეთი) — საფრანგეთის და ნავარის მეფე 1715-1774 წლებში. ლუი XIV-ის შვილიშვილი. 1723 წლამდე საფრანგეთს მართავდა რეგენტი - მეფის ბიძა ჰერცოგი ლუი ფილიპ ორლეანელი. მეფის სრულწლოვანების შემდეგ კი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები იყვნენ ჰერცოგი ბურბონი (1723-1726 წწ.) და მეფის ყოფილი აღმზრდელი კარდინალი ფლერი (1726-1743 წწ.). 1725 წელს ლუი XV-მ შეირთო მარი ლეშჩინსკა (სტანისლავ I ლეშჩინსკის ქალიშვილი). ლუი XV-ის ცხოვრების დევიზი იყო: „ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულა“. მეფე გართული იყო ნადირობით, ქეიფით, ბანქოს თამაშით. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები იყვნენ მეფის ფავორიტი ქალები (მარკიზა პომპადური; გრაფინია დიუბარი). ლუი XV-ის მეფობის დროს საფრანგეთმა მნიშვნელოვანი წარუმატებლობა განიცადა საგარეო პოლიტიკის სფეროშიც. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|