საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

რეზა-შაჰ ფეჰლევი – აღა მაჰმად ხანის საგვარეულოს დამამხობელი
რეზა ფეჰლევი ან რეზა შაჰი დიდი (სპარს. رضا پهلوی — Rezâ Pahlavi) (დ. 15 მარტი, 1878 ალასთი, მაზანდარანის ოსტანი, სპარსეთი — გ. 26 ივლისი 1944, იოჰანესბურგი სამხრეთ აფრიკის კავშირი) — მაზანდარული წარმომავლობის ირანელი, რომელიც გახდა ირანის პირველი შაჰანშაჰი ფეჰლევის დინასტიიდან. ტახტზე ავიდა ყაჯართა დინასტიის დამხობით 1925 წელს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყნის მოდერნიზაციაში. 

1935 წელს მოითხოვა, რომ უცხო ქვეყნებს ოფიციალურად გამოეყენებინათ სახელმწიფოს თვითდასახელება - "ირანი", მანამდე გამოყენებული სპარსეთის ნაცვლად. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას სცადა უარი ეთქვა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-სთვის მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა. გარდაიცვალა იოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშტი ირანში გადაასვენა და სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაკრძალა, თუმცა ისლამური რევოლუციის შემდეგ აიათოლას განკარგულებით მავზოლეუმი დაანგრიეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq