|
გეორგიოს I
გეორგიოს I (ბერძნ. Γεώργιος Αʹ, Βασιλεύς των Ελλήνων, Geórgios Αʹ, Vasiléfs ton Ellínon; დ. 24 დეკემბერი 1845 — გ. 18 მარტი 1913) — საბერძნეთის მეფე 1863 წლიდან 1913 წლამდე.
დანიელი პრინცი ვილჰელმი დანიის დედაქალ კოპენჰაგენში დაიბადა. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში არჩეული იქნა მეფედ საბერძნეთის ეროვნული ანსამბლეის მიერ, რომელმაც საბერძნეთის ყოფილი მეფე ოტონი გადააყენა. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ისეთმა ძლიერმა ძალებმა როგორებიც იყვნენ: დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის მეორე იმპერია და რუსეთის იმპერია. პრინცი ვილჰელმი, რომელიც მოგვიანებით გეორგიოსად იწოდა, დაქორწინდა რუსეთის დიდ მთავარზე, ოლღა კონსტანტინოვნაზე და საბერძენთის ახალი დინასტიის პირველი მონარქი გახდა. მისმა ორმა დამ, ალექსანდრამ და დაგმარამ ბრიტანეთის და რუსეთის მონარქებზე იქორწინეს. ედუარდ VII და ალექსანდრე III გეორგიოსის სიძეები, ხოლო ჯორჯ V და ნიკოლოზ II დისშვილები იყვნენ.
გეორგიოს I-ის 50 წლიანი მმართველობა ხასიათდება ტერიტორიული მიღწევებით, რომელიც საბერძნეთმა ევროპაში პირველ მსოფლიო ომამდე მოიპოვა. ბრიტანეთმა საბერძნეთს იონიის კუნძულები მშვიდობიანად დაუთმო, იმ დროს, როდესაც თესალია ანექსირებული იყო ოსმალეთის იმპერიის მიერ რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. საბერძენთი ყოველთვის წარმატებული არ იყო: მან დამარცხება იწვნია 1897 წლის საბერძნეთ-ოსმალეთის ომში. ბალკანეთის პირველი ომის დროს, იმის შემდეგ ,რაც საბერძნეთის ჯარმა მაკედონიის დიდი ნაწილი დაიკავა, გეორგიოს I პოლიტიკური მოტივით სალონიკში მოკლეს. მისი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, მისი მემკვიდრეების მეფობა შედარებით მოკლე და არასაიმედო აღმოჩნდა. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|