|
იაპონიის 21-ე იმპერატორი იურიაკუ
იმპერატორი იურიაკუ (იაპონ. 雄略天皇;) — იაპონიის 21-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3] იმპერატორი ქვეყანას 61 წელი მართავდა. იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წლები უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5] კოძიკი და ნიჰონშოკი წერდნენ, რომ იურიაკუს დაბადების სახელი პრინცი ოჰაცუსე ვაკატაკე. ოჰაცუსე იმპერატორ ინგიოს მეხუთე და ყველაზე უმცროსი შვილი იყო. იმის შემდეგ, რაც მისი უმვროსი ძმა ანკო მოკლეს, ოჰაცუსემ შეძლო დაემარცხებინა თავისი ძმები და ტახტზე თავად ასულიყო. იურიაკუს სამი ცოლი ჰყავდა (კუსაჰაჰატასის ჩათვლით). მისი მემკვიდრე პრინცი სირაკა (იმპერატორი სეინეი) იყო, რომელიც მას კაძურაკი ნო კარაჰიმესთან შეეძინა.
მეუღლეები და შვილები 1. იმპერატორის მეუღლე კუსაკა ნო ჰატაბიჰიმე ნო ჰიმემიკო, რომელიც სავარუდოდ იმპერატორ ნინტოკუს და იმპერატორ რიტიუს შვილი იყო; 2. ქალბატონი კაცურაგი ნო კარაჰიმე, რომელიც კაცურაგი ნო ცუბურა ნო ოომის ქალიშვილი იყო. იურიაკუს მასთან 2 შვილი შეეძინა: პრინცი სირაკა (იმპერატორი სეინეი)პრინცესა ტაკუჰატაჰიმე3. ქალბატონი კიბი ნო ვაკაჰიმე, რომელიც კიბი ნო კამიცუმიჩი ნო ომის ქალიშვილი იყო. იმპერატორს მასთან 2 ვაჟი შეეძინა: პრინცი ივაკიპრინცი ჰოსიკავა ნო ვაკამია4. ქალბატონი ვანი ნო ვარავაკიმი, რომელიც იმპერატორ ნინკენის მეუღლის, პრინცესა კასუგა ნო ოირაცუმეს დედა იყო.
|
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|