|
არსუფის ბრძოლა - სალადინის დამარცხება რიჩარდ ლომგულის მიერ
არსუფის ბრძოლა — მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, 1191 წლის 7 სექტემბერს, გამართული ბრძოლა, რომელშიც რიჩარდ ლომგულმა სძლია სალადინს. 1191 წელს რიჩარდის მიერ აკრის აღების შემდეგ, სალადინმა დაიწყო უკანდახევა იერუსალიმისაკენ. თავის მხრივ რიჩარდმა, ამავე წლის აგვისტოში დაიწყო სვლა წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. რიჩარდ ლომგული პალესტინის უმნიშვნელოვანესი პორტის იაფას (დღესიათვის თელ-ავივი) გასანთავისუფლებლად მიიწევდა. სალადინმა გადაწყვიტა ჯვაროსანთა ძალები შეეჩერებინა იაფას ჩრდილოეთით პატარა დასახლება არსუფთან სადაც, მისი აზრით ბრძოლის წარმოება ჯვაროსნებს გაუჭირდებოდათ. ჯვაროსანთა რაზმებმა არსუფს 7 სექტემბერს მიაღწიეს. აქ მათ დახვდათ სალადინის 53 ათასიანი ლაშქარი. ჯვაროსანთა არმია 49 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის იყვნენ ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერთა რაზმებიც. ბრძოლა სალადინის გასაოცრად ჯვაროსანთა შეტევით დაიწყო და მათივე უპირატესობით გაგრძელდა. მეფე რიჩარდი თავდადებულად იბრძოდა. მისი ასეთი ქმედება აისახა ბრძოლის შედეგზეც. სალადინი დამარცხდა. 1191 წლის 10 სექტემბერს გამარჯვებული რიჩარდი პრაქტიკულად უბრძოლველად შევიდა იაფაში. სალადინმა კი დიდი დანაკარგებით იერუსალიმისკენ დაიხია. |
 | | რიჩარდისა და სალადინის შერკინება. 13 ს. ხელნაწერი |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|