|
დანიის დედოფალი 78 წლის გახდა georoyal.ge
დანიის დედოფალი დაიბადა 1940 წლის 16 აპრილს. იგი გახლავთ დანიის ყოფილი მეფის ფრედერიკ IX -სა და დედოფალ ინგრიდის ქალიშვილი. დედამისი შვედეთის პრინცესა იყო.
დღევანდელი მონარქი ტახტზე ავიდა 1972 წლის 14 იანვარს. დანიის მონარქთა დინასტიის გვარია შლეზვინგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი. დედოფლის მეუღლეა დანიის პრინცი ჰენრიკი. ეს ტიტული ფრანგი გრაფების შთამომავალს ანრი მარი ჟანა ანდრე დე ლაბორდ დე მონპეზას მიენიჭა 1967 წელს, მომავალ დედოფალზე ქორწინების შემდგომ. სამეფო წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ფრედერიკი და იოაჰიმი.
მარგარეტ II 1972 წლიდან ხალხის სამსახურშია - ასრულებს დანიის სახელმწიფო მეთაურის მოვალეობას. დედოფალი გატაცებულია ხატვით, გრავიურით, წიგნების დიზაინით. მეუღლესთან ერთად თარგმნის წიგნებს. სამუხაროდ, წელს, 2018 წლის 13 თებერვალს მას გარდაეცვალა მეუღლე, მეფე-კონსორტი ჰენრიკი |
 | | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|