საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

საქართველოს სამეფო კლუბი
სამეფო კლუბი Royal Club of Georgia
საქართველოს სამეფო კლუბი (The Royal Club of Georgia), არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) სრული სახელწოდება - საქართველოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა სამეფო მონარქისტული კლუბი. 

საქართველოს სამეფო კლუბი 2003 წელს დაარსდა. 

სამეფო კლუბის მიზანია საქართველოში მონარქისტული და ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბება და გავრცელება, ეროვნული თანხმობის მიღწევა. საბოლოო ჯამში, თუ ქართველი ხალხი მოინდომებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქვეყანაში მონარქიის აღდგენა და მისი დადგენა კონსტიტუციური, სახალხო, ჰორიზონტალური, დემოკრატიული, საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქიის სახით. 

საქართველოს სამეფო კლუბი მოქმედებს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. 

საქართველოს სამეფო კლუბი აერთიანებს ეროვნული, მონარქისტული და დემოკრატიული შეხედულებების მქონე პირებს. სამეფო კლუბი თვლის, რომ მონარქიის აღდგენა შესაძლებელია საქართველოში და ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და ტრადიციონალიზმის საქმეებს, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. ეს სასარგებლო იქნება მონარქიის ზოგადი საქმეებისთვის მთელ მსოფლიოში.

სამეფო კლუბი ჰყავს წევრები, დამსახურებული წევრები, მარადი წევრები, ღვაწლმოსილი წევრები, საპატიო წევრები და საპატიო დინასტიური წევრები (როგორც უცხოელი, ასევე ქართველი). საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრები არიან:
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე; 
პრინცი დომენიკო ნაპოლეონე ორსინი, გრავინას ჰერცოგი (იტალია); 
აშშ-ის ბრიგადის გენერალი რონალდ ს. მაგნუმი; 
მაესტრო ბატონი იან გილანი; 
კილმარნოკის ბარონი ევრ ინგ დევიდ აირი (დიდი ბრიტანეთი); 
ინგუში მწერალი ისა კოძოევი და სხვები. 

ბაგრატიონთა დინასტიის რამდენიმე წარმომადგენელი არის საქართველოს სამეფო კლუბის დინასტიური წევრი.  საქართველოს სამეფო კლუბის ღვალწმოსილი წევრია პოეტი და მთარგმნელი, ირანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბელა შალვაშვილი. 

საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრი იყო ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი, აწ გარდაცვლილი სერ როჯერ სკრუტონი (დიდი ბრიტანეთი). 

საქართველოს სამეფო კლუბის მარადი ღვაწლმოსილი წევრები არიან სამეფო კლუბის აწ გარდაცვლილი წევრები: 
მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე; 
კინორეჟისორი ლერი სიხარულიძე; 
საქართველოს სახალხო არტისტი ომარ მხეიძე;
ფილოლოგი და ისტორიკოსი, დოქტორი გურამ შარაძე; 
ისტორიკოსი, ეთნოლოგი ლევან ფრუიძე;
ისტორიკოსი, აფხაზეთის აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ მიბჩუანი; 
ისტორიკოსი დოქტორი იური სიხარულიძე;
ისტორიკოსი დოქტორი ალექსანდრე ბენდიანიშვილი 
და სხვები.

სამეფო კლუბის ვებგვერდია www.georoyal.ge, ასევე www.youtube.com/@RoyalClubofGeorgiaTV, რომლებიც ემსახურება იდეებისა და პროექტების პოპულარიზაციას, საქართველოს ისტორიის წარმოჩენას და მომავალი თაობების განათლების საქმეს. 

საქართველოს სამეფო კლუბმა დააარსა:
გაერთიანებული სამეფოს მეგობართა კლუბი საქართველოში (United Kingdom's friends club in Georgia);
ერთა თანამეგობრობის მეგობართა კლუბი საქართველოში (Commonwealth of Nations Friends club in Georgia);
ესპანეთის სამეფოს მეგობართა კლუბი საქართველოში (Club de Amigos del Reino de España en Georgia). 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq