საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ენა და დამწერლობა

ჟურნალი Proceedings of the National Academy of Sciences - "უძველესი ენა საქართველოში წარმოიშვა"
„ენა, რომელზედაც, 15 ათასი წლის წინ, ევროპა და აზია ლაპარაკობდა, საქართველოში წარმოიშვა“

 ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხების წინაპრები დაახლოებით 15 000 წლის წინ, შესაძლოა, ერთ საერთო ენაზე საუბრობდნენ და ისინი თანამედროვე კავკასიის, უფრო კონკრეტულად კი, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ - მიიჩნევენ ახალი კვლევის ავტორები. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ჟურნალ "Proceedings of the National Academy of Sciences"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 "მკვლევარებმა მოახდინეს სიტყვების "დედა", "ადამიანი" რეკონსტრუქცია, რომელსაც, სავარაუდოდ, უძველესი ადამიანები იყენებდნენ თან ძირითადად ისეთ რეგიონში, როგორიც არის კავკასია, კერძოდ კი თანამედროვე საქართველო და ვარაუდობენ, რომ ეს სიტყვები ახლაც ისე ჟღერს, როგორც 15 000 წლის წინ", - ნათქვამია სტატიაში. 

"ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 000 წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება", - აცახადებს მკვლევარი მარკ პეგელი. 

 მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ დაახლოებით 23 სიტყვა მათ შორის "მე", "შენ", "დედა", "კაცი", "ცეცხლი", "ხელი" და "მოსმენა" ზუსტად ისევე ჟღერს, როგორვ 15 000 წლის წინ. "ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თანამედროვე ადამიანები თავიანთ წინაპრებს ქვის ხანიდან ახლა რომ შეხვედროდნენ, მათ შეეძლებოდათ ერთი ან ორი ძალიან მარტივი სიტყვის თქმა და ერთმანეთის გაგება",- აცხადებს პაგელი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq