საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ალექსი შიუკაშვილი
ალექსი ვლადიმერის ძე შიუკაშვილი, შიუკოვი (დ. 19 თებერვალი/3 მარტი, 1893, თბილისი — გ. 9 დეკემბერი, 1985, მოსკოვი) — პირველი ქართველი მფრინავი, ავიაციის პოლკოვნიკი.
გიმნაზისტმა შიუკაშვილმა 1908 წლის 5 მაისს რუსეთის იმპერიაში პირველმა იფრინა თავისი კონსტრუქციის პლანერით. აფრინდა მახათის მთიდან (თბილისი). 1912 წელს შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის თვითმფრინავი „უტკა“, შემდეგ მოქანავე ფრთებიანი საცდელი თვითმფრინავი. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა და გამოიყენა სამთვლიანი შასი (წინა თვალი ასაკეცი ჰქონდა). 1941 წელს დაამთავრა გატჩინის ოფიცერთა საავიაციო სკოლა.
შიუკაშვილი პირველი მსოფლიო ომის მონაწილეა, გიორგის ჯვრის კავალერი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო მოსკოვის დაცვის ავიაციის უფროსი, კავკასიის არმიის საჰაერი ფლოტის უფროსი და სხვა. სამოქალაქო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთისა და თურქესტანის ფრონტის ავიაციას. 1923 წელს დაბრუნდა თბილისში.
შიუკაშვილი იყო ამიერკავკასიის აეროფლოტის დაარსების ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1941-1945) ხელმძღვანელობდა სამხედრო-საჰაერო ძალების (სსძ) ობიექტების თავდაცვას. ომის შემდეგ იყო სსძ შტაბის სარედაქციო-საგანონცემლო განყოფილების უფროსი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის (მაი) სამხედრო კათედრის მასწავლებელი. არის მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი ავიაციის დარგში, მათ შორისაა სახელმძღვანელო „ავიაციის საფუძვლები“ (რუსულ ენაზე).
დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq