|
დიდი ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი
1862 წლის 29 აგვისტოს (ახალი სტილით 11 სექტემბერს) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი.
დავით სამსონის ძე კლდიაშვილი დაიბადა სოფელ ზედა სიმონეთში, იმერეთში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. ბავშვობა გაატარა სიმონეთსა და სოფელ ხომულში, დედულეთში, ბაბუამისის ნიკო ღოღობერიძის ოჯახში.
7 წლის ასაკში მომავალი მწერალი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში. რომელიც წარჩინებით დაასრულა 1880 წელს. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში. 1882 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო ბათუმში.
1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. ჭანების (ლაზების) გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო...
მწერალმა 1925 წელს გამოაქვეყნა მოგონებები „ჩემი ცხოვრების გზაზე". 1924-1926 დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას" და „კიმოთე მეშველიძე". 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა კლდიაშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.
კლდიაშვილის მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა, მოთხრობათა ორტომეული - 1911, რჩეული ნაწერების ორტომეული - 1926, თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად - 1933, 1935.
დავით კლდიაშვილი გარდაიცვალა 1931 წლის 24 აპრილს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|