საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

უკრაინას!
მიხეილ ღანიშაშვილი


ახლა შენი ისტორია ბარიკადზე იწერება,
მაიდანზე იწერება სისხლიანი ასოებით,
გმირებისთვის ბოლო სხივი სინათლისა იწვერება...
მე ქედს გიხრი, უკრაინავ, სევდიანი სასოებით!..

კავკასიის, საქართველოს გესალმები მთებიდანა,
მე ქედს გიხრით, კობზარებო, ბანდერებო, მახნოებო,
მეც თქვენსავით მოსკალებზე ჯავრმა ბევრჯერ ამიტანა
და ვლოცულობ, გამარჯვება თქვენი მალე ახდებოდეს!

წინ, წინ, იარ, მედგრად, მტკიცედ
ლურჯ-ყვითელი დროშით მაღლა!
მეც შენთან ვარ, გმირო ერო, ჩემი ხმალით - ჩემი ჩანგით,
მეიდანზე ჩვენი ბედი ერთად წყდება, ძმებო, ახლა,
გვეყო დღემდე რაც რუსისგან უმოწყალოდ დავიჩაგრეთ!

გაგიმარჯოს, უკრაინავ! მარჯი, უკრაინის ერო!
მიზანს გამაჯვება შენსას! ბრძოლას გამარჯვება შენსას!
შენ ღირსი ხარ ჰიმნი შენი თავისუფლად დაამღერო!
შენ ღირსი ხარ, გამარჯვების ვრცელი სადღეგრძელო შესვა!..

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq