საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

–მეთქი, –თქო და –ო ნაწილაკების გამოყენების წესები
  ქართულ ენაში არის ნაწილაკები –მეთქი, –თქო  და –ო. მათი დანიშნულებაა მოსაუბრის ნათქვამის უცვლელი გამეორება, ამიტომ ამ ნაწილაკებს სხვათა სიტყვის ნაწილაკებს უწოდებენ.

     –მეთქი ნაწილაკი წარმოშობით წინადადებაა (< მე ვთქვი) და იხმარება მაშინ, როდესაც პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამი უნდა გავიმეოროთ. მაგალითად,·  
       მე გითხარით, ვისაც დავალება არ ექნება ექსკურსიაზე ვერ წამოვა–მეთქი.·     
    აკი გითხარი, ასეთ ამინდში გარეთ თუ გახვალ, გაცივდები–მეთქი.·     
    მე ვკითხე კიდეც , ასე რატომ ჩქარობ–მეთქი.

     –თქო  ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე)  მეორე პირს (თანამოსაუბრეს) თავის ნათქვამს აბარებს მესამე პირთან.  მაგალითად,·  
       უთხარი  დედას, რომ ყველაფერი კარგად იქნება–თქო.·    
     გადაეცი ნიკას, რომ შემდეგ გაკვეთილზე ტესტია–თქო.·      
   უთხარი ანას, თინამ საქმეები უკვე მოაგვარა–თქო.

   –ო ნაწილაკით გადმოიცემა მესამე პირის ნათქვამი. მაგალითად,მოსამართლემ ჰკითხა, მოწმე გყავსო?დედამ მითხრა, მალე მოდიო. თქვენ არ მითხარით, აქ დამელოდეო?!     –ო ნაწილაკი ძალიან ხშირად გამოიყ
ენება ანდაზებსა და თითქოს ნაწილაკიან წინადადებებში. მაგალითად,
კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო.
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
თითქოს, ქორმა ჩამოიქროლაო, ისე აფორიაქდნენ წიწილები.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq