|
პუბლიცისტი გიორგი თუმანიშვილი
გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (დ. 27 იანვარი/8 თებერვალი, 1854, თბილისი ― გ. 26 იანვარი, 1920, იქვე), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.
1871 დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1875 - ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის კანდიდატის წოდებით. ერთხანს მსახურობდა ფოთის სასამართლო უწყებაში, შემდეგ - მეფისნაცვლის კანცელარიაში საგლეხო განყოფილების უფროსად. იმავე წელს ნ. ნიკოლაძისაგან შეიძინა გაზეთი "ნოვოე ობოზრენიე", რომელსაც ვ. და კ. თუმანიშვილებთან ერთად სცემდა 1903-მდე. თუმანიშვილის სტატიები და წერილები იბეჭდებოდა იმდროინდელ პროგრესულ პრესაში; თანამშრომლობდა "დროებასა" და "ივერიაში". 1878-1879 გამოსცა ქართული "ალმანახი". შექმნა ქართული საგამომცემლო ამხანაგობა, რომელმაც პირველად გამოსცა წიგნად ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვა ქართველი პოეტების თხზულებანი. თუმანიშვილს სხვადასხვა საკითხებზე გამოცემული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე საცნობარო წიგნი და "დახასიათებანი და მოგონებანი" იმდროინდელ ლიტერატურულ და პოლიტიკურ მოღვაწეებზე. მონაწილეობდა კავკასიაში საერობო დაწესებულებათა და თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსებაში. იყო კავკასიისმცოდნეობის კურსებისა და საზოგადოებრივი კლუბების ორგანიზატორი. თუმანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართული თეატრის საქმიანობაში. იყო ქართული დრამატული ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|