საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

რომანოზ ფანცხავა (ხომლელი)
რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავა (დ. 14 ოქტომბერი, 1861, სოფ. ხომული, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი — გ. 2 მაისი, 1928, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. ლიტერატურული ფსევდონიმი — ხომლელი.
ბიოგრაფიასწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1883 გარიცხეს ე. წ. „მგლის ბილეთით“. 1885 შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა) ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად. რევოლუციურ წრეებში მაშაობისათვის 1887 მიუსაჯეს 15 წელი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. 1889 დაბრუნდა სამშობლოში ჩაება საზოგადოებრივ-ჟურნალისტურ საქმიანობაში. ფანცხავას პირველი წერილი 1882 დაიბეჭდა ქუთაისის გაზეთ „შრომაში“. 1888 შემოდგომიდან მუშაობდა ყოველკვირეულ გაზეთ „თეატრში“, 1893–1898 იყო გაზეთ „კვალის“ კრიტიკის განყოფილების გამგე და აქვეყნებდა კრიტიკულ-პუბლიცისტურ ნაწერებს. შემდეგ თანამშრომლობდა აკაკი წერეთლის „კრებულში“. 1890 იყო ქართული წიგნების მბეჭდავი ამხანაგობის დაარსების ერთ-ერთი მეთავე. 1891 მუშაობა დაიწყო ე. წ. საფილოქსერო კომიტეტში, შემდეგ კი შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. ლიტერატურულ საქმიანობას 1909 დაუბრუნდა, თანამშრომლობდა ქუთაისის პრესაში („შინაური საქმეების“, „განთიადის“, „ცხოვრების“, "თავისუფლების" რედაქციები). 1922-იდან თანამშრომლობდა საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში. პუბლიცისტურ წერილებსა და კრიტიკულ მიმოხილვებში ფანცხავა საზოგადოე
ბრივი-ლიტერატურული ცხოვრების აქტუალურ საკითხებს განიხილავდა დემოკრატიული-პროგრესული თვალთახედვით. მნიშვნელოვანია მისი კრიტიკული მიმოხილვანი იოსებ დავითაშვილის, მელანიას (ნიკოლოზ ნათიძის), ნიკოლოზ ბარათაშვილის, ავქსენტი ცაგარელის, დუტუ მეგრელის და სხვების შესახებ. აღსანიშნავია ფანცხავას წვლილი რუსთველოგიური კვლევის ისტორიაში. მას ეკუთვნის წერილები კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მოღვაწეობაზე, აგრეთვე ბესარიონ ბელინსკისადა გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის კრიტიკული აზროვნების მიმოხილვანი. აღსანიშნავია ფანცხავას წერილების სერია, რომელშიც იგი ახასიათებს თავისი დროის ქართველ მწერლებს ( ე. გაბაშვილს, ნიკო ლომოურს, ვაჟა-ფშაველას, ია ეკალაძეს, მ. ყიფიანს, სტ. ჭრელაშვილს, გ. წერეთელს და სხვ.), აგრეთვე მემუარული ჩანაწერები - "ცხოვრების მოედანი" (ჟურნალებში "რევოლუციის მატიანე", "ქართული მწერლობა", გაზეთი "ლომისი").
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მარცხნიდან: სპირიდონ ფანცხავა - მღვდელი. დედა, იოსელიანი-ფანცხავა, მაკრინე, ფანცხავა, მინადორა სპირიდონის ას. ფანცხავა, მაიკო სპირიდონის ას. ფანცხავა, დგანან: ევსევი სპირიდონის ძე, რომანოზ ფანცხავა — კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. ლიტერატურული ფსევდონიმი — ხომლელი. იაკობ ფანცხავა - პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ფინანსისტი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq